ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დააკისროს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას არ უნახავს მტკიცებულებები, რომ აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა კონტროლს ექვემდებარება. ბაიდენის თქმით, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, აღნიშული კიბერთავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰაკერულ შეტევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დააკისროს, რაც მას ამ დრომდე არ გაუკეთებია, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმაც მომხდარში მოსკოვი დაადანაშაულეს.
„ეს არის სერიოზული რისკი და ეს გრძელდება. მე ვერ ვხედავ მტკიცებულებებს, რომ ის კონტროლს ექვემდებარება. მსგავსი არაფერი მინახავს და არ მსმენია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.