აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ საუბრისას ნატო-ში გაწევრიანებაზე შვედეთის განაცხადი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი, ჯონ კირბი ავრცელებს.
ამასთან, კირბის განცხადებით, მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.
კირბის ჰკითხეს, განიხილეს თუ არა ბაიდენმა და ერდოღანმა F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის მოდერნიზაციის საკითხი, რაზეც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ ორი ქვეყნის ლიდერებს ამ საკითხზე საუბარი ექნებოდათ.