აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც თეთრ სახლში ამბობენ, საუბარი იყო პირდაპირი და ნაყოფიერი. ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე.
„აშშ-სა და ისრაელის მთავრობას ირანის თავდასხმის შემდეგ ჰქონდათ მოლაპარაკებები, რაც გაგრძელდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის“,- ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი.
ლიდერებს შორის საუბარი 50 წუთი გაგრძელდა.