ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ რიგით მეხუთე დემოკრატმა კონგრესმენმა მოუწოდა
ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ რიგით მეხუთე დემოკრატმა კონგრესმენმა მოუწოდა

ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ რიგით მეხუთე დემოკრატმა კონგრესმენმა მოუწოდა.

„ბიბისის“ ცნობით, მინესოტის კონგრესმენმა, ენჯი ქრეიგმა შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი „ეიბისისთან“ ინტერვიუში შეეცადა, დაერწმუნებინა ამომრჩევლები, რომ ის კარგ ფორმაშია და არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა.

კონგრესმენ ქრეიგის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბაიდენს საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ტრამპის დამარცხება შეუძლია.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ეტაპზე დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებს არ მოუწოდებიათ ბაიდენისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას, მაგრამ დემოკრატებს შორის დაძაბულობა თვალსაჩინო ხდება.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის უპირატესობა იზრდება, რაც აჩენს საფრთხეს, რომ თუ ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდება, ის წააგებს, ხოლო დემოკრატებმა, შესაძლოა, დაკარგონ ადგილები კონგრესში და უმრავლესობა – სენატში.