ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ულოცავს
ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ულოცავს.
„მინდა მოგილოცოთ თქვენი საპრეზიდენტო კამპანიის წარმატება. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ თქვენს უკიდურესად საპასუხიმგებლო მოვალეობების შესრულებაში“, – წერია ორბანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„როიტერი“ წერს, რომ სექტემბერში ორბანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, აუცილებლად დონალდ ტრამპი მოიგებდა. ორბანის თქმით, დემოკრატების დიპლომატია „მორალურ იმპერიალიზმზე“ არის აგებული და უნგრეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბევრად მაღალ დონეზე განვითარდებოდა.
„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მსოფლიო მასშტაბით ავტორიტარული ლიდერების, მათ შორის ორბანის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს.