ჯო ბაიდენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ჯო ბაიდენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ბოლოს 29 სექტემბერს სატელევიზიო დებატების დროს შეხვდნენ.