აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფრანსუა მიტერანში აერია, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. ფრანსუა მიტერანი საფრანგეთს 1981-დან 1995 წლამდე მართავდა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ლას ვეგასში, საარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას, ბაიდენმა 2021 წლის ივნისის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე თავისი საუბარი გაიხსენა: „არჩევისთანავე მივედი „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე სამხრეთ ინგლისში. მე დავჯექი და ვთქვი: „ამერიკა დაბრუნდა!“ და მიტერანმა გერმანიიდან, ვგულისხმობ საფრანგეთს, შემომხედა და მითხრა: „რამდენი ხნით დაბრუნდი?“
გასული წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის და ერაყის ომები აერია, როდესაც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აგებს ომს ერაყში“.