ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა - ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება
ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში.
„დიქტატორი, რომელიც ცდილობს, აღადგინოს იმპერია, ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი, სისასტიკე არასდროს შეამცირებს მათ ნებას, იყვნენ თავისუფალნი. რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში. თავისუფალმა ხალხმა უარი თქვა სიბნელესა და უიმედობაში ცხოვრებაზე. ჩვენ სხვანაირი მომავალი გვექნება, უფრო ნათელი მომავალი. დემოკრატიული პრინციპებით, იმედით აღსავსე, წესიერებით და ღირსებით განათებული, თავისუფალი და შესაძლებლობებით აღსავსე. ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.