ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ გერმანიაში „რამშტეინის“ ფორმატის სახელწოდებით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებისას სახელმწიფო მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად ათობით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „რამშტაინის“ ბაზაზე ლოიდ ოსტინის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. ეს აღნიშნული ფორმატის მეხუთე შეხვედრაა. როგორც ოსტინმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ძალების გაწვრთნა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება.

„საკონტაქტო ჯგუფი უნდა შეთანხმდეს უკრაინის მამაცი დამცველების გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ეს ნიშნავს შესაძლებლობების მუდმივ და მტკიცე ნაკადს ახლა“, – აღნიშნა ოსტინმა.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას – „Humvee“-ის საბრძოლო მანქანებს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს,

რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან აშშ-მა უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გამოუყო.