ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გააკეთა.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ახლახან გასცა ნებართვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან იარაღისა და აღჭურვილობის გატანის შესახებ.
„გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, განსაზღვრავს მომავალს ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ევროპაში. კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ დოკუმენტს სადღესასწაულო არდადეგებამდე, ვიდრე ისინი პუტინს ყველაზე დიდებულ საშობაო საჩუქარს გადასცემენ, რაც კი შეუძლიათ, რომ მისცენ”, – აღნიშნა ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთარში პუტინი გეგმავს სარაკეტო დარტყმის განხორციელებას უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე, რათა უკრაინელ ოჯახებს წლის ყველაზე ცივ დროს დიდი ზიანი მიაყენოს.
„ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების უფლებას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ბაიდენი განმარტავს, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას სწრაფად გადაეცემა.