ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა
ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კლაინი ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველია. ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, მას ბაიდენის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.
„გამოვხატავ ჩემს პატივისცემას არჩეული პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული ნდობისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვუხელმძღვანელო ნიჭიერ და მრავალფეროვან ბაიდენ-ჰარისის გუნდს თეთრ სახლში“, – მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს რონ კლაინი.