ჯო ბაიდენმა ტაივანისთვის 567 მილიონი აშშ დოლარის დახმარება დაამტკიცა, რომელიც თავდაცვის სფეროს მოხმარდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტაივანისთვის 567 მილიონი აშშ დოლარის დახმარება დაამტკიცა, რომელიც თავდაცვის სფეროს მოხმარდება.
განცხადებაში თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს მიანიჭა უფლებამოსილება, მიმართოს თავდაცვის დეპარტამენტს 567 მილიონ დოლარის დახმარება გაუწიოს ტაივანს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს არის აშშ-ის ნაბიჯი ტაივანის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.
ჩინეთმა არაერთხელ მოსთხოვა ვაშინგტონს, შეწყვიტოს იარაღის მიყიდვა ტაივანისთვის, რომელსაც ის თავის ტერიტორიად მიიჩნევს.