ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
„ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი.
ამერიკის შეერთებული შტატები 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა შვედეთისა და ფინეთის პროტოკოლს. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ნატო-ში 18 მაისს შეიტანეს.