ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თანამდებობებზე კანდიდატები წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატი წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი არის 2009-2012 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ბასი. იგი მენეჯმენტის მიმართულებით სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი.
ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია. საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის გარდა, იგი იკავებდა ელჩის პოზიციას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში. საერთო ჯამში, იგი მსახურობდა აშშ-ის შვიდ სხვადასხვა საზღვარგარეთის მისიაში.