ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში, დემოკრატების პრაიმერიზში გაიმარჯვა - ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, ყველაფერი სასწორზეა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.
როგორც ბაიდენმა ტრამპის გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, ცხადია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.
„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება და ჩემი გზავნილი ქვეყნისადმი არის ის, რომ ამაზე მაღალი ფსონები წარმოუდგენელია: ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის უფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა დააფიქსირა COVID-ის შემდეგ, ყველაფერი სასწორზეა“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ნიუ ჰემფშირში თავის მხარდამჭერებს, რომლებმაც, მისი თქმით, დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების ისტორიული დემონსტრირება აჩვენეს.
ცნობისთვის, ნიუ ჰემფშირში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.