ჯო ბაიდენმა მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, სანქციების შესახებ აღმასრულებელი განკარგულება დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელი განკარგულება დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო მაღალჩინოსნებს სამოქალაქო ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის ხელისუფლება მიმდინარე კვირას განსაზღვრავს, ვის დაუწესდება სანქციები. როგორც მოსალოდნელია, „შავ სიაში“ მოხვდებიან სახელმწფო გადატრიალების ლიდერი მინ აუნ ჰლაინი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.
მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი. მიანმარელი სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.