ჯო ბაიდენმა კოვიდპანდემია დასრულებულად გამოაცხადა - თუ შეამჩნიეთ, არავინ ატარებს ნიღაბს, როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით „კოვიდ 19“-ის პანდემია დასრულდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა. ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ შეამჩნიეთ, არავინ ატარებს ნიღაბს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარება იცვლება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ჯო ბაიდენის განცხადებებმა ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე თეთრი სახლის თანამშრომლები გააკვირვა, რადგან ეს განცხადება არ იგეგმებოდა „60 წუთის“ ინტერვიუს წინ.