ჯო ბაიდენმა კონგრესში დემოკრატებს წერილით მიმართა - საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები
საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც კონგრესში დემოკრატებმა მიიღეს.
წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ, პრესაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, მტკიცედ არის მოწოდებული, ამ რბოლაში დარჩეს და დაამარცხოს დონალდ ტრამპი.
ბაიდენის თქმით, „არ უგულებელყოფს“ ტრამპთან დებატების შემდეგ თავისი კანდიდატურის შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას, თუმცა ამბობს, რომ მან გაიმარჯვა პრაიმერიზში და დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებმა თავიანთი „სათქმელი თქვეს“.
„არ მივიღებდი მონაწილეობას, რომ არ მჯეროდეს, 2024 წელს დონალდ ტრამპის დასამარცხებლად საუკეთესო ადამიანი ვარ. ერთი დავალება გვაქვს, დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე დარჩენილია 42 დღე, საყოველთაო არჩევნებამდე – 119. სამომავლო ამოცანის შესახებ სიცხადის ნაკლებობა მხოლოდ ტრამპს ეხმარება“, – წერს წერილში ჯო ბაიდენი.