ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დახმარების პაკეტის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისა და ისრაელისთვის.

„მე მზად ვარ, გავაგრძელო ჩემი წვლილის შეტანა. ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მზად არის, შეიტანოს თავისი წვლილი და გააგრძელოს მოწოდება ყველა წევრისთვის, ვინც ამ ოთახში იმყოფება, რომ წავიდნენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ის ყაჩაღია.

მე მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად. კანონპროექტი მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და არანაკლებ მნიშვნელოვანია ღაზის სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის. მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ“, – აღნიშნა ბაიდენმა.