ჯო ბაიდენმა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ აღმასრულებელ ბრძანებებს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ აღმასრულებელ ბრძანებებს ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ხელმოწერილი ბრძანებების ნაწილი მიზნად ისახავს სახელმწიფო მიწებზე და ოფშორულ წყლებში ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ახალი იჯარების გაცემის შეჩერებას.

„დღეს თეთრ სახლში კლიმატის დღეა, რაც ნიშნავს, რომ დღეს თეთრ სახლში სამსახურების დღეა. ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკულ ინოვაციებზე, ამერიკულ პროდუქტსა და ამერიკულ ძალისხმევაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობაზე და უფრო სუფთა წყალსა და ჰაერზე. ეს არის უდიდესი იმედისა და შესაძლებლობების მომავალი. ჩემი აზრით, ჩვენ უკვე ძალიან დიდხანს ველოდეთ კლიმატის კრიზისის მოგვარებას. და ჩვენ მეტის მოცდა არ შეგვიძლია. ახლა მოქმედების დროა“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში კლიმატთან დაკავშირებული საკუთარი სტრატეგია ამერიკელების სამუშაო ადგილებს დაუკავშირა.

ბაიდენი ამასთან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს აღდგენას გეგმავს და შექმნის კლიმატთან დაკავშირებულ ეროვნულ სამუშაო ჯგუფს, რომელიც 21 ფედერალური უწყებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებით დაკომპლექტდება. ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერების სამიტსაც აანონსებს, რომელიც აპრილში დედამიწის დღეზე ჩატარდება.