ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ფედერალური პროგრამების მარტის დასაწყისამდე დაფინანსებას ითვალისწინებს და მთავრობის მუშაობის შეჩერებას თავიდან აიცილებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა მთავრობის მუშაობის შეჩერება თავიდან იყოს აცილებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სხვადასხვა ფედერალური პროგრამის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე უზრუნველყოფს, მათ შორის არის პენტაგონის ბიუჯეტიც.
შეგახსენებთ, რომ მანამდე შესაბამისი კანონი სენატის წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში ფედერალური პროგრამების დროებითი დაფინანსების შესახებ კანონი მიიღეს.