ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყვეტი ასიგნებების აქტი უზრუნველყოფს 2024 ფისკალური წლის ფედერალური სააგენტოების ასიგნებებს 2024 წლის 19 იანვრამდე, პროექტებისა და აქტივობების გაგრძელებისთვის, რომლებიც დაფინანსებულია ოთხი ასიგნებების კანონპროექტში, დანარჩენი რვა პროექტისთვის დაფინანსება უზრუნველყოფილია 2 თებერვლამდე.

ამ ნაბიჯით ჯო ბაიდენმა თავიდან აირიდა მთავრობის მუშაობის შეჩერება.

ხარჯების კანონპროექტში არ შედის თეთრი სახლის 106 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ისრაელისა და უკრაინის ომის დროს დახმარებისთვის. კანონი არც ჰუმანიტარულ დაფინანსებას ითვალისწინებს პალესტინელებისთვის და არც სხვა დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას. მუდმივ ბიუჯეტზე კონგრესი პარტიული უთანხმოების გამო ვერ შეთანხმდა.