ჯო ბაიდენმა იორდანიის მეფესთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილა
ჯო ბაიდენმა იორდანიის მეფესთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და იორდანიის მეფე აბდალა II-ს შორის ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ვალდებულებას, დავეხმაროთ იორდანიას და მხარი დავუჭიროთ მისი უდიდებულესობის პოლიტიკას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ამერიკელმა ლიდერმა ისრაელის ახალ მთავრობასა და იორდანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, იორდანიას ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი როლი აქვს.