აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან. საუბრის დროს განიხილეს ინდოელი ლიდერის უკრაინაში ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბაიდენმა მოდის მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და უკრაინაში მშვიდობიანი გზავნილებისთვის და უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გაერო-ს წესდების საფუძველზე.
ბაიდენმა და მოდიმ ხაზი გაუსვეს უცვლელ ერთგულებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის ერთობლივი მუშაობის მიმართ.
ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ამ ქვეყანაში. უკრაინაში ვიზიტამდე, მოდი პოლონეთს სტუმრობდა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.