ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაფართოების საკითხს მხარს დაუჭერს
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაფართოების საკითხს მხარს დაუჭერს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაფართოებისთვის მხარდაჭერის შესახებ.

„გასულ წელს ამ ტრიბუნიდან გამოსვლისას განვაცხადე, რომ აშშ მხარს დაუჭერს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მუდმივი და არამუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდით. აშშ სერიოზულ კონსულტაციებს მართავს მრავალ წევრ სახელმწიფოსთან და გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას, რათა წინ წაიწიოს რეფორმის ძალისხმევა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან საჭიროა მეტი ხმა და მეტი მოსაზრება.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ჩიხიდან გამოსვლა, რომელიც ძალიან ხშირად აფერხებს პროგრესს და ბლოკავს კონსენსუსს საბჭოში. ჩვენ გვჭირდება მეტი ხმა, მეტი მოსაზრება მაგიდასთან. გაერო-მ უნდა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება, ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქება და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნებს, რომლებიც ეძებენ ლიდერობის ახალ გზებს და ახალ გარღვევებს რთულ საკითხებში“, – განაცხადა ბაიდენმა.