ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მიმართა - ვეჭვობ, არჩევნების შედეგების მიღება შეძლო, მტირალა ხარ, წაგების ატანა არ შეგიძლია, შენში რაღაც გატყდა, როდესაც წინა არჩევნები წააგე
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მიმართა - ვეჭვობ, არჩევნების შედეგების მიღება შეძლო, მტირალა ხარ, წაგების ატანა არ შეგიძლია, შენში რაღაც გატყდა, როდესაც წინა არჩევნები წააგე

ციფრები არჩევნების დასრულების შემდეგ ვნახოთ, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელედებატებისას დასმულ კითხვას: აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს?

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ეჭვობს, დონალდ ტრამპმა შედეგების მიღება შეძლოს, რადგან მას წაგების ატანა არ შეუძლია.

„მტირალა ხარ, როდესაც პირველად წააგე, განაგრძე გასაჩივრება სასამართლოებში ქვეყნის მასშტაბით. ამერიკის არცერთ სასამართლოს არ უთქვამს, რომ რომელიმე სარჩელს საფუძველი გააჩნია, არც შტატისას, არც ადგილობრივს, არავის, მაგრამ განაგრძე ამ სიცრუის პროვოცირება. ამიტომ, ვეჭვობ, შედეგების მიღება შეძლო, რადგან მტირალა ხარ. შენ წაგების ატანა არ შეგიძლია. შენში რაღაც გატყდა, როდესაც წინა არჩევნები წააგე“, – აღნიშნა ბაიდენმა.