ჯო ბაიდენმა დაზვერვის სააგენტოებს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის გამოძიება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაზვერვის სააგენტოებს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის გამოძიება დაავალა. განცხადებაში პრეზიდენტი სააგენტოებს თხოვნით მიმართავს, გააორმაგონ ძალისხმევა და ანგარიში მომდევნო 90 დღის ვადაში წარუდგინონ.
თავდაპირველი ვერსიით, ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა და მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ის ადამიანს ცხოველისგან გადაედო.
ბოლო პერიოდში კი, ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვარაუდები ვირუსის ჩინურ ლაბორატორიაში წარმოშობის თაობაზე.