ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ქაბულის აეროპორტში ტერაქტისას დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს დოვერის სამხედრო ბაზაზე პატივი მიაგეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა დელავერში, დოვერის სამხედრო ბაზაზე პატივი მიაგეს ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს.
ბაზაზე ჯო ბაიდენი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შეხვდა.
ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს სულ 200-მდე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ აიღო.