ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეადარა.
„ის ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, პუტინის მსგავსად, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა და სი ძინპინმა მას დაურეკა, ჩინეთის პირველ პირს ორი საათი ესაუბრა.
ბაიდენის თქმით, მან სი ძინპინთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკა ხისტ კონკურენციას გაუწევს ჩინეთს, მაგრამ ასევე მიუთითა ჩინეთს, საერთაშორისო წესების დაცვით ითამაშონ.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დარჩება მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მის ჩანაცვლებას ცდილობს.
„ეს არ მოხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ზრდას და გაფართოვებას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.