ჯო ბაიდენმა ბელარუსში გამართული აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მოუწოდებს ალექსანდრ ლუკაშენკოს, პატივი სცეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უფლებებს.
„მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ხმების გამჭვირვალედ, ზუსტად დათვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის არასდროს აარიდებს თავს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.
„ბელარუსი ხალხი ითხოვს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს 26 წლიანი ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიების შემდეგ, მისი ხმა გაიგონ“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება.