ჯო ბაიდენმა აშშ-ში რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა
ჯო ბაიდენმა აშშ-ში რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას.

ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კონგრესში ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ახორციელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და აშშ არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ აწარმოებს იმაზე მეტ ნავთობს ადგილობრივად, ვიდრე ერთად აღებული მთელი ევროპული ქვეყნები. ამასთან, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მუშაობენ პარტნიორებთან ხანგრძლივი სტრატეგიისთვის რუსულ ენერგომატარებლებზე მათი დამოკიდებულების შესამცირებლად.

„ამ ნაბიჯს ვდგამთ იმ პირობებში, როდესაც მრავალი ჩვენი ევროპელი პარტნიორი და მოკავშირე შესაძლოა, არ იყოს იმ პოზიციაზე, რომ შემოგვიერთდეს. აშშ აწარმოებს იმაზე მეტ ნავთობს ადგილობრივად, ვიდრე ერთად აღებული მთელი ევროპული ქვეყნები. ჩვენ ვართ ექსპორტიორები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ მსგავსი ნაბიჯი იმ დროს, როდესაც სხვებს არ შეუძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ ხანგრძლივი სტრატეგია რუსულ ენერგომატარებლებზე მათი დამოკიდებულების შესამცირებლად“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.