ჯო ბაიდენმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად სამანტა პაუერი წარადგინა
ჯო ბაიდენმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერი წარადგინა.
„პაუერი იმუშავებს ჩვენს პარტნიორებთან „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად, დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად. იბრძოლებს ყველა ადამიანის ღირებულებებისთვის, ამერიკული იდეალებისა და ინტერესების წინ წასაწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამანტა პაუერი ასევე იქნება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიც.
შეგახსენებთ, პაუერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.