ჯო ბაიდენმა არჩევნების დღე დელავერში, კათოლიკურ ეკლესიაში მისვლით დაიწყო
ჯო ბაიდენმა არჩევნების დღე დელავერში, კათოლიკურ ეკლესიაში მისვლით დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა არჩევნების დღე დელავერში, კათოლიკურ ეკლესიაში მისვლით დაიწყო.

ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან და ორ შვილიშვილთან ერთად  წმინდა იოსების ეკლესიაში მსახურებას დაესწრო.

ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ბაიდენი მიმდებარედ სასაფლაოზე მივიდა, სადაც დაკრძალულია 2015 წელს სიმსივნით გარდაცვლილი მისი ვაჟი, ასევე 1972 წელს ავტოკატატსროფაში გარდაცვლილი პირველი ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილი.