ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს „ლგბტქი+ პრაიდის თვე“ მიულოცა.
აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო თვეში ქვეყნის მასშტაბით ლგბტქი+ უფლებებზე ხისტი თავდასხმები ხდება.
„ამ თვეში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ლგბტქი+ უფლებებზე ხისტი თავდასხმები ხდება, ჩვენ პატივისცემას ვუცხადებთ ლგბტქი+ ამერიკელებს, რომლებიც თავგანწირვით და უკომპრომისოდ იბრძვიან თავისუფლებისა და თანასწორობისთვის. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მათი უფლებები, ადამიანის უფლებებია“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის „ტვიტერის“ გვერდზე.