ჯო ბაიდენმა 886 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის ბიუჯეტის პოლიტიკის კანონპროექტს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა 886 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის ბიუჯეტის პოლიტიკის კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 886 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის ბიუჯეტის პოლიტიკის კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კანონპროექტი უზრუნველყოფს სამხედროებისთვის მაღალ ანაზღაურებას ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, აძლიერებს აშშ-ის პოზიციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა შეაჩეროს ჩინეთის ქმედებები.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.

კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 3 100 გვერდისგან შედგება, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღეს.