ჯო ბაიდენმა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.
„ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი, ფედერალური დეფიციტის შემცირებას უნდა მოხმარდეს.
ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი აშშ-ის ისტორიაში, რომლის მიღებაც ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა.