ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებაზე ცოტა ხნით ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდი მოირგო
„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებაზე ცოტა ხნით ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდი მოირგო.
როგორც მედია წერს, ბაიდენი პენსილვანიაში, იმ ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს გატაცებული ოთხი თვითმფრინავიდან ერთ-ერთი ჩამოვარდა.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტის ამგვარი მოქმედება ერთიანობის საჩვენებლი ჟესტი იყო.
ვიდეოში ჩანს, პრეზიდენტი როგორ საუბრობს მეგობრულად ტრამპის მხარდამჭერთან, შემდეგ კი მათ ქუდები გაცვალეს.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ფოტო წარწერით: „მადლობა მხარდაჭერისთვის, ჯო!“