უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა 30 აგვისტოს ნაცვლად, 31 აგვისტოს შედგება.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, აღნიშნული უკავშირდება უკრაინელი ლიდერის ვიზიტის პროგრამის გაფართოებას, რომელიც ახლა უკვე პრეზიდენტებს შორის პირისპირ მოლაპარაკებებსაც ითვალისწინებს.
„ვიზიტის პროგრამის ელემენტების გაფართოებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. შეერთებულ შტატებთან შევთანხმდით, რომ ეს თარიღი ერთი დღით გადაგვედო იმის გამო, რომ ლიდერების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ დიალოგსაც ითვალისწინებს“, – განაცხადა კულებამ.