ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატების მორიგი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების, ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატების ახალი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება.
შესაბამისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატების ორგანიზატორებმა მიიღეს.
„გუშინ გამართულმა დებატებმა ცხადყო, რომ ფორმატში აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებების შეტანა, რათა თემების უფრო თანმიმდევრული განხილვა მოხდეს. კომისია ყურადღებით შეისწავლის ცვლილებებს, რომლებიც მალე უნდა მიიღონ და გაასაჯაროვონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი სატელევიზიო დებატები 29 სექტემბერს, კლივლენდში გაიმართა. დებატები ცხარე კამათში და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
შემდეგი დებატები ტრამპსა და ბაიდენს შორის 15 ოქტომბერს შედგება.