ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის პარალელურად, თეთრ სახლთან პალესტინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის პარალელურად, თეთრ სახლთან პალესტინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ხელები წითელი საღებავით შეიღებეს. მათი თქმით, ამ ჟესტით სიმბოლურად პალესტინელი ხალხის სისხლი განასახიეროს. ამასთან, დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ.
თეთრ სახლთან კონტრაქცია გამართეს ისრაელის მხარდამჭერებმაც. მათ ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ.
დემონსტრანტებისგან დასაცავად თეთრ სახლის გარშემო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დამატებითი ღობეებია დამაგრებული.