ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ ჩაშალა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ მოულოდნელად ჩაშალა. ჰანთერ ბაიდენი პროკურორებს სთავაზობდა დანაშაულის აღიარებას საგადასახადო ბრალდებებში, თუმცა უარს ამბობდა იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ტრამპის რესპუბლიკელმა მოკავშირეებმა კონგრესში გააკრიტიკეს აღნიშნული და თქვეს, რომ შეთანხმება უსამართლოდ ემხრობოდა პრეზიდენტის შვილს.
ბაიდენმა თქვა, რომ არ აღიარებს ბრალს საგადასახადო ბრალდებებში შეთანხმების გარეშე, რათა თავიდან აიცილოს დევნა იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებაზე. რესპუბლიკელები წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ ჰანთერ ბაიდენს მამის პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებაში პირადი სარგებლობისთვის უკრაინასა და ჩინეთში.
ჰანთერ ბაიდენი მუშაობდა ლობისტად, იურისტად, კონსულტანტად და საინვესტიციო ბანკირად. აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა საჯაროდ ისაუბრა თავის ბრძოლაზე ალკოჰოლიზმთან და კოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებით.