ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კამალა ჰარისი მზად არის, ჯეიმს დევიდ ვენსთან დებატები გამართოს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მზად არის, დებატები გამართოს დონალდ ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ ჯეიმს დევიდ ვენსთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში აცხადებენ.
„ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მზად არის დებატებისთვის ჯეიმს დევიდ ვენსთან. ჩვენ მივიღეთ „სიესბი ნიუსის“ წინადადება, მონაწილეობა მივიღოთ ამ დებატებში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ“, – განაცხადა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა, თი ჯეი დაკლომ.
როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპის საარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია მიწვევა.
ბაიდენის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კამალა ჰარისთან დებატები კარგი იქნება ვენსთან კონტრასტების დასანახად.
„ის ძლიერია. მან იცის, რაზე ლაპარაკობს და არცერთ სანტიმეტრს არ დაუთმობს. მას შეუძლია, კამათის უკეთესი დასასრული შემოგვთავაზოს. დებატები ორი ნაწილისგან შედგება: ეს არის ის, რამდენად ძლიერია ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი და რამდენად კარგია ის ეკონომიკურ საკითხებში. მოუთმენლად ველოდები ამ დებატებს“, – განაცხადა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა.