ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების 12 აგვისტოს გამართვას დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების 12 აგვისტოს გამართვას დათანხმდა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ბაიდენის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, „სიესბი ნიუსიდან“ თარიღთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს და დათანხმდნენ დებატების 12 აგვისტოს გამართვას.
„ახლა, როდესაც ტრამპმა აირჩია ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დათანხმდნენ დებატების გამართვას ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და სენატორ ვენსს შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.