ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერი - არჩევნების შედეგებს ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს
ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ენდრი ბეიტსი დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„როგორც 19 ივლისს ვთქვით, ამ არჩევნების შედეგებს ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს და აშშ-ის მთავრობას მარტივად შეუძლია, რომ თეთრ სახლში უკანონოდ მყოფი პირები გააძევოს“, – განაცხადა ენდრი ბეიტსმა.