ჯო ბაიდენის მიერ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადების გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
საუბარია ჯო ბაიდენის იმ განცხადებაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ორბანი დიქტატურისკენ ისწრაფვის.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადების შემდეგ უნგრეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ელჩი ყოველთვის მიესალმება შესაძლებლობას, განიხილოს უნგრეთის დემოკრატიის მდგომარეობა უნგრელ კოლეგებთან.
ვიქტორ ორბანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის ექსპრეზიდენტს და პრეზიდენტობის მსურველ დონალდ ტრამპს გასულ კვირას შეხვდა.