ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევა „ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში“ დაბრუნებას ნიშნავს
ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევა „ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში“ დაბრუნებას ნიშნავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევა ნიშნავს „ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში“ დაბრუნებას.

„ოთხი წლის წინ კენჭს ვიყრიდი იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელიც დონალდ ტრამპმა შეუქმნა ამერიკას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როგორც ბაიდენი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროგრესს მიაღწია სამუშაო ადგილების, ინფლაციის, მედიკამენტების ფასისა და იარაღის კონტროლის მიმართულებით. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში ადმინისტრაციის პროგრესი რისკის ქვეშ დადგება.

„ტრამპს ამოძრავებს პირადი ინტერესი, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ შურისძიებაზე და არა ამერიკელ ხალხზე“, – განაცხადა ბაიდენმა.