ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ ევროპაში სარეზერვო ძალებს გაგზავნის
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ ევროპაში სარეზერვო ძალებს გაგზავნის.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, სარეზერვო ძალების 3 000 ჯარისკაცი ოპერაცია „ატლანტიკ რეზოლვში“ ჩაერთვება.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას და ვალდებულებას, დავიცვათ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული ომის ფონზე“, – განაცხადა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა.
აშშ-ის ევროპული სარდლობა ემზადება, გამოიყენოს ეს ახალი უფლებამოსილება ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოებისადმი აშშ-ის ვალდებულების გასაგრძელებლად.