ჯო ბაიდენის აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს „საბოლოოდ დაელაპარაკება“
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „საბოლოოდ დაელაპარაკება“, – ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შედგებოდა თუ არა ეს საუბარი მიმდინარე ან მომდევნო კვირაში, ბაიდენმა გაიმეორა პასუხი და თქვა: „საბოლოოდ“.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინის თხოვნას, გამოიყენოს ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს „მკაფიოდ განუმარტა, რას დაუჭერენ მხარს და რას – არა“.
ცნობისთვის, მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარის ძალისხმევას არ დებს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
მოგვიანებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაიდენის აღნიშნულ გამოსვლას უპასუხა და განაცხადა, რომ არ სჯეროდა, თუ ამერიკის პრეზიდენტი მსგავს რამეს იტყოდა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი მძევალი მოკლა, მათ შორის, ამერიკის მოქალაქე.