ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებელი სახელმწიფოები არ მფარველობენ გამომძალველ კრიმინალებს“, -განაცხადა ფსაკიმ.

„პრეზიდენტი ბაიდენი უდავოდ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში. ეს იქნება განხილვის საკითხი, როდესაც ისინი ორ კვირაში შეხვდებიან“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.