ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი რომ საზღვარს გადაკვეთდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა
ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი რომ საზღვარს გადაკვეთდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა.

„ვლადიმერ პუტინი საზღვარს გადაკვეთდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა და ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა. არამხოლოდ მას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

„ვიცი, მაშინ ბევრი თვლიდა, რომ ვაჭარბებდით“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.